საქართველოს 26–ე ეროვნული ჩემპიონატი, I წრის კალენდარი

ცხინვალი ხვალ ჩემპიონს ერევანში გაეჯიბრება

ჩვენი გუნდი ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას აგრძელებს. თბილისის “იბერიასთან” (3:2) და გორის “დილასთან” (1:0) მოგებული საკონტროლო მატჩების შემდეგ, “ცხინვალმა” დღეს გეზი ერევნისკენ აიღო. ქართული დელეგაცია სომხეთის დედაქალაქს ნაშუადღევს ეწვია და მყუდრო ადგილზე მდებარე სასტუმრო “რეჟინეში” დაბანაკდა.

აღსანიშნავია ის, რომ ერევნელთა კლუბის ხელმძღვანელობამ ჩვენი დელეგაცია გულთბილად მიიღო და სათანადოდ მომზადებისათვის ყველა პირობა შეუქმნა. რის გამოც, საფეხბურთო კლუბი ცხინვალის “ცხინვალი” “პიუნიკის” ხელმძღვანელობასა და ამ მატჩის ორგანიზატორს, სოსო გრიშიკაშვილს (ჩვენი გუნდის ყოფილ მეკარეს), მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის.

yerevan_training

ხვალ, 24 ივნისს ცხინვალელები დასკვნით ამხანაგურ მატჩს სომხეთის ჩემპიონ “პიუნიკთან” გამართავენ. ეს შეხვედრა “პიუნიკის” საშინაო არენაზე შედგება, რომლისსაფარი იდეალურ მდგომარეობაშია.

“ცხინვალის” მთავარმა მწვრთნელმა კახი კაჭარავამ სომხეთში 19 ფეხბურთელი იახლა. ცხინვალელებმა დღეს საღამოს 7 საათზე მატჩისწინა დასკვნითი ვარჯიში გამართეს, რომელიც საათზე ცოტა მეტხანს გაგრძელდა. ჩვენი გუნდის წვრთნაში 19-ივე ფეხბურთელი მონაწილეობდა. ერევანში მყოფი ცხინვალელთა გუნდის შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: გიორგი ნადირაძე, სოსლან ნანიევი:
მცველები: ლევან კაკუბავა, გიორგი ცერცვაძე, დავით მაისაშვილი, გიორგი კაჭკაჭიშვილი, ვარლამ კილასონია, ნიკოლოზ ჯიშკარიანი, აკაკი შულაია;
ნახევარმცველები: ბაქარ ქარდავა, დავით ბოლქვაძე, ვასიკო ბაჩიაშვილი, ზვიად ლობჯანიძე, ლაშა ქოჩლაძე, უჩა ბურძენაძე;
თავდამსხმელები: გიორგი ივანიშვილი, რატი ცაცკრიალაშვილი, ნიკა კაჭარავა, ირაკლი ლექვთაძე.

 


ბოტოშანმა ავსტრიაში კრასნოდარს სძლია

ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, “ცხინვალის” მეტოქე რუმინულმა “ბოტოშანმა” ავსტრიული მოსამზადებელი შეკრება მოგებით დაასრულა. ლეონტინ გროზაუს გუნდი რუსეთის პრემიერლიგის ბრინჯაოს პრიზიორ “კრასნოდარს” ავსტრიის პატარა ქალაქ შვაცში, “სილბერშტად-არენაზე” გაეჯიბრა და 2:0 იმარჯვა.

რუმინელებმა, მე-14 წუთზე ატილა ჰადნაგის გოლით გახსნეს ანგარიში. ამ ამხანაგური მატჩის საბოლოო შედეგი კი, მე-60 წუთზე პეტრე ივანოვიჩმა დააფიქსირა. რუმინელთა გუნდის თავკაცმა, ამ შეხვედრაში 4-2-3-1 ტაქტიკური სქემით ათამაშა შეგიდები. ჩვენი გუნდის მეტოქის შემადგენლობა ასეთი იყო:
ბოტოშანი: ილიევი (62. პლესკა) – დიმიტროვი, კორდოში (62. კუკუ), პლამადა, ბრაუნი – ვაშვარი (75. რობერტსონი), კოშტინი -ნეზირი (46. ივანოვიჩი), კროიტორუ (62. ბრატა), მარტინუსი (46. ბატინი) – ჰადნაგი (46. რომანი).

143563
კრასნოდარელებთან მატჩამდე “ბოტოშანმა” ავსტრიაში 4 საკონტროლო შეხვედრა გამართა. გროზაუს გუნდი ორი თამაში წააგო და ერთი მოიგო. ბოტოშანელები ალბანურ “შკენდერბრაუსთან” 1:2, ხოლო უნგრულ მტკ-სთან 0:1 დამარცხდნენ. შმდეგ კი ალბანურ “კუკეშს” 2:1 სძლიეს.


ცხინვალი მზადებას მეტალურგთან მატჩით განაახლებს

ცხინვალის “ცხინვალი” ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. ჩვენი გუნდიკვლავ თბილისის ზღვაზე მდებარე, “ზესტაფონის” ახალ სტადიონზე ვარჯიშობს. წვრთნასთან ერთად საკონტროლო მატჩებიც აუცილებელია და უახლოესი 3 ამხანაგური მატჩიც დაიგეგმა.
უკვე გადაწყვეტილი ამბავია, შაბათს, 25 ივლისს “ცხინვალი” რუსთავის “მეტალურგს” სტუმრად, “ფოლადის” სტადიონზე” გაეჯიბრება. 27 ივლისს კი ცხინვალელები თბილისის “დინამოს”, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ეთამაშებიან, 29 ივლისს კი “საბურთალოსთან” “ბენდელას” სტადიონზე ისპარინგებენ. ეს სამივე მატჩი 18 საათზე დაიწყება.

img

 


საქართველოს 2014-15 წ.წ ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კალენდარი I წრე

2014 წელი

I ტური

9 აგვისტო, შაბათი

ზესტაფონი (ზესტაფონი)-გურია(ლანჩხუთი)

შუქურა (ქობულეთი)-ზუგდიდი (ზუგდიდი)

მეტალურგი (რუსთავი)-დინამო (ბათუმი)

კოლხეთი (ფოთი)-ტორპედო (ქუთაისი)

10 აგვისტო, კვირა

დინამო (თბილისი)-სამტრედია (სამტრედია)

დილა (გორი)- სპარტაკი (ცხინვალი)

მერანი (მარტვილი)- ვიტ ჯორჯია (თბილისი)

11 აგვისტო, ორშაბათი

სიონი (ბოლნისი)-ჩიხურა (საჩხერე)